რეზონანსი
(15.05.2026)

2026 წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი ნაკადების მოცულობა წლიურად 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის ანგარიშიდან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.06 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ამასთანავე, იმავე 26 ქვეყანაზე 2025 წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.4% მოდიოდა, რაც წლიურად ზრდაზე მიანიშნებს.

10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ჩარიცხვებში ევროკავშირის ქვეყნების ჯამური წილი 44.49%-ს, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილი 55.51%-ს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში ცალკეულ ქვეყნებს შორის 18.33%-იანი წილით აშშ, 16.8%-ით - იტალია, ხოლო 13.22%-ით რუსეთი ლიდერობდა.

უფრო კონკრეტულად, 10 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა, ასე გამოიყურებოდა:

აშშ - 58.3 მლნ აშშ დოლარი;

იტალია - 53.42 მლნ აშშ დოლარი;

რუსეთი - 42.06 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 28.61 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი - 27.24 მლნ აშშ დოლარი;

საბერძნეთი - 25.44 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 11.57 მლნ აშშ დოლარი;

ესპანეთი - 8.75 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 8.05 მლნ აშშ დოლარი;

საფრანგეთი - 6.36 მლნ აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე