რეზონანსი
(12.05.2026)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც წევრმა სახელმწიფოებმა ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს.

ისრაელი ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს და თვითნებურს უწოდებს. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირმა სანქციები პოლიტიკური ნიშნით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააწესა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სანქციების საბაბად იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა დაასახელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე