რეზონანსი
(12.05.2026)

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი, სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ეს ცათამბჯენი მალე საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა და დედაქალაქის სიმბოლო გახდება.

"ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ რენდერს.

თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, როგორც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!" - წერს ერიკ ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე