რეზონანსი
(09.05.2026)

სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა ჩვენი სკოლის კედლებში… სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის თბილისიის N8 საჯარო სკოლა დიდი გულისტკივილით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-12ბ კლასის მოსწავლე - გიორგი ცხელიშვილი.
განსაკუთრებულად თბილი, ღიმილი, მორიდებული და უწყინარი ბიჭი…
სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულითად სამძიმარს უცხადებს გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს...“
როგორც კომენტრებიდან ირკვევა, გიორგი ცხელიშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. იგი მძმე სენს ებრძოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


