რეზონანსი
(08.05.2026)

მოქალაქე თამო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და 3 დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

"5 მაისს, გვიან ღამით (6 მაისი რომ თენდებოდა) მოვხვდი ავარიაში, ლოტკინის წრიდან რომ გზა ადის თემქისკენ, მაგ გზის დასაწყისში. შეჯახების შემდეგ მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი. სრულიად უცხო ადამიანმა გადმომიყვანა და სიცოცხლე ახლიდან მაჩუქა. ემოციური ფონიდან და იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალურად მადლობაც ვერ გადავუხადე. იქნებ აქ იყოს ის ბიჭი და გამომეხმაუროს ვინც გადამარჩინა. მინდა პირადად გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა" - წერს თამო ჩუბინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე