რეზონანსი
(21.04.2026)

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იგი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გამოეხმაურა:

„ბერ ნიკოლოზს სასახლეებში არ უცხოვრია, არც ძვირადღირებული ნივთები ჰქონდა და თაფლში ამოვლებული ცხოვრება.

თუმცა მასთან იყო ფანატიკურად განწყობილი ხალხის გარკვეული ნაწილი, ხაზგასმით ვამბობ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, გარკვეული კონტიგენტი და არც თუ ისე ცოტა, რომელთა უსიამოვნო ნაბიჯების გამოც მახინჯდებოდა და კნინდებოდა მისი, როგორც პიროვნების სახელი. 

მიეწერებოდა მას, ხანდახან, ისეთი სიტყვები, რაც შეიძლება ეთქვა, მაგრამ ვერ ვასწავლე ბევრს, რომ როცა სალოსი საუბრობს, ამ საუბრის გაგება პირდაპირ არ შეიძლება, რამეთუ ის მეტაფორულია და ამ არასწორი ინტერპრეტაციით უარეს გაუკეთებდა საკუთარ თავსაც და მამაოსაც. 

კიდევ: სამწუხაროა, რომ ექიმები დროულად არ შეუშვეს მასთან. ჩანს ეს ერთ-ერთ ვიდეოში ნათლად, რომ მისული იყო მალხაზ ჯინორია (ბერი გაბრიელის მრევლი იყო მალხაზი, თავის დროზე) და არ შეუშვეს! (ვიდეო კომენტარებში)

იქამდეც რა ხდებოდა არ ვიცით დეტალებში. ეს საქმე ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ხანდახან გაფანატებულ მიდგომას მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე. 

თავად ბერი ნიკოლოზი გუშინაც ვთქვი და აღვნიშნე, რომ დიდი ძალის სასულიერო პირი იყო! ეს მოსწონს ზოგიერთს თუ არ მოსწონს, ამას ფაქტები მოწმობს. 

ბერ ნიკოლოზს, უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და იყო საოცრად გულისხმიერი პიროვნება. ერთ-ერთი უდიდესი და უსპეტაკესი, ნატანჯი ბერი  საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი, რადგან ლოცულობდა ყველასთვის! 

,,ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით“ - ზოგი ისე ილანძღება, სულ ბერი გაბრიელი მახსენდება: თქვენ რომ ბერი გაბრიელი გენახათ რას აკეთებდა ხოლმე, წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებდა მას ქართველი ხალხი ... რა ბედნიერებაა რომ მაშინ ,,ინტერნეტი“ არ იყო ... 

ამიტომ, ამ ლანძღვით თავად აყენებთ სასწორზე თქვენს სულს და კეთილი, ვისაც გამოცდა გსურთ, ეს უკვე თქვენი არჩევანია. 

სალოსის ცხოვრება მძიმეა და ასეთია! 

გუშინდლიდან მოყოლებული არ წყდება პოსტები, ყველა ფენიდან, როგორც ეშელონურო, ისე უბრალო მოსახლეობის  საზოგადოების მხრიდან. 

ცუდია, მართლა ძალიან ცუდია, რომ აქამდე არ იღებდა ბევრი ხმას. რომ მოკვდება ადამიანი, მერე ყველა ერთიანად გლოვობს. სამწუხარო რეალობაა, ტრაგიკომედიას უფრო ჰგავს. 

და ბოლოს: ნუ გიპყრობთ ნიჰილიზმი! 

ბერმა გაბრიელმა, რაც იწინასწარმეტყველა, თუნდაც ბერ ნიკოლოზზე, ბევრი რამ ახდა! და არაა გამორიცხული, რომ ბევრი რამ ,,სულიერად“ ახდეს! აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ფიზიკურად ყოფილიყო ეს უკანასკნელი ყველაფრის სათავეში. 

და ბოლოს: ისევ ბერი გაბრიელის სიტყვებით დავამთავრებ: 

,,ნიკოლოზს ტრუბაში გააძვრენენ! მას სიგიჟესაც დააბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა! ბოლოს მართალ კაცად აღესრულება!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე