რეზონანსი
(20.04.2026)

 უნ­გრე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტია "ტი­სას" ლი­დერ­მა, პე­ტერ მა­დი­არ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მო­უ­წო­და, რომ "დრუჟ­ბას" ნავ­თობ­სა­დე­ნის მეშ­ვე­ო­ბით ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა აღად­გი­ნოს.

კერ­ძოდ, პე­ტერ მა­დი­არ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მო­უ­წო­და, რომ და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლოს და "დრუჟ­ბას" ნავ­თობ­სა­დე­ნის მეშ­ვე­ო­ბით ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა აღად­გი­ნოს, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

ასე­ვე, მა­დი­არ­მა ზე­ლენ­სკის მო­უ­წო­და, რომ "შან­ტაჟს" არ მი­მარ­თოს.

"ჩვენ დათ­მო­ბებ­ზე არ წა­ვალთ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობთ, მე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან არ მი­სა­უბ­რია, მაგ­რამ არ ვურ­ჩევ, რომ ეს გზა აირ­ჩი­ოს. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ უნ­გრეთ­ში, არა­მედ ევ­რო­პა­შიც. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან, თუ მას უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­ხედ­ვა და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის შან­ტა­ჟი სურს", - გა­ნა­ცხა­და პე­ტერ მა­დი­არ­მა.

მა­დი­ა­რის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, "დრუჟ­ბას" ნავ­თობ­სა­დე­ნით უნ­გრე­თის­თვის ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აღ­დგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე