რეზონანსი
(16.04.2026)

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძისა და სარაჯიშვილის ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გეგმიური მორეცხვის სამუშაოები ჩაატარეს.
სპეციალური ტექნიკის საშუალებით სრულად მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში რეგულარულად ხორციელდება.



სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



