რეზონანსი
(20.04.2026)

ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტის რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა.

ხმების 91.7% დათვლილის შედეგად, რადევის პარტია პროგრესული ბულგარეთი 44.7%-ით ლიდერობს. მას მოსდევს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია GERB 13.4%-ით და პროევროპული კოალიცია ვაგრძელებთ ცვლილებებს 13.2%-ით

ეს ბულგარეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

რადევი რუსეთთან "პრაქტიკული ურთიერთობის" გაღრმავების მომხრეა. ის ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაში იარაღის გაგზავნას, თუმცა, ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირის პაკეტების დასაბლოკად ქვეყნის ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე