რეზონანსი
(20.04.2026)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით: „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის და ჩვენთვის უცნობია, ვინ მართავს მას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე