რეზონანსი
(20.04.2026)

გამოცემა The Brussels Times-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობის კრახზე ისაუბრა.

შარლ მიშელის თქმით, მათი ერთობლივი ვადის დაწყებისთანავე მან აღმოაჩინა, რომ ფუნქციური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელი იყო.

მისი წინადადება საერთაშორისო საქმეებზე რეგულარული, პირისპირ საკოორდინაციო შეხვედრების გამართვის შესახებ - რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირს ერთიანი ხმით ესაუბრა - ფონ დერ ლაიენის მხრიდან „სისტემატურად უარყოფილი იყო“.

„მე მაქვს ჩემი აზრი მის პიროვნებაზე“, - ამბობს მიშელი, - „და დღეს არ ვაპირებ პიროვნულ თვისებებზე კომენტარის გაკეთებას“.

„მაგრამ შემიძლია გითხრათ: წარსულში არასოდეს მინახავს ამ დონის სირთულე კოლეგასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. არასოდეს. საქმე პიროვნულ თვისებებში კი არა, ევროპული პროექტის არსშია“.

რაც შეეხება მის ლიდერობას, მიშელი დაუნდობელია. „იქ არის სუპერ ავტორიტარული მმართველობა“, - ამბობს ის. „კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ“. ფუნდამენტური შეცდომა, მისი ხედვით, სამუშაოს არსის არასწორ გაგებაშია. „მას ევალება ერთიანი ბაზრის დაცვაზე მუშაობა. არაფერი გაკეთებულა. მას ევალება ფინანსურ ბაზრებზე მუშაობა. არაფერი გაკეთებულა“, - ამბობს იგი. „ამ სფეროში შედეგი არის ნული და ეს ტრაგედიაა“.

„მე მკაცრი ვარ. სასტიკი ვარ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან ვნახე“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე