რეზონანსი
(20.04.2026)

"ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, აკრძალვა გადაწყვიტა იმ ოპონენტების, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას," - ასე გამოეხმაურა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ინფორმაციას პარტიების აკრძალვის შესახებ ახალი საკონსტიტუციო სარჩელი შეტანის თაობაზე, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია "ფედერალისტებიც" დაემატება.
"ეს საკონსტიტუციო საჩივარი და მისი გაფართოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს. ქვეყანაში არანაირი მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



