რეზონანსი
(19.04.2026)

მალაიზიაში, საბაჰის შტატის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში, ხანძრის შედეგად 1 000-მდე სახლი დაიწვა, 9 000-მდე ადგილობრივი კი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა.

შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძრის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა და ხის სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ გამოიწვია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპისთვის ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს დაზარალებულების დროებით თავშესაფრებში გადაყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე