რეზონანსი
(18.04.2026)

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ტიმნა ნელსონ-ლევი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ყოველთვის გულში ვიძახდი, რომ მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი და გამარჯვება პატრიარქისთვის მიმეძღვნა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ უფალი და პატრიარქი გვერდში მედგნენ და როდესაც 15 წამი იყო დარჩენილი, არაფერზე მიფიქრია. ერთადერთი პატრიარქს ვუთხარი: „მინდა, ეს გამარჯვება შენ მოგიძღვნა. გთხოვ, მომეცი ძალა, რომ ჩემპიონი გავხდე.“ ამის შემდეგ ისეთი ილეთი გავაკეთე, რომელიც არც კი დამიმუშავებია და საერთოდ არ გამიკეთებია. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის. დღეს ყველანაირად მოტივირებული ვიყავი და ამაში დიდი როლი უფალს მიუძღვის. და ჩემს ფსიქოლოგს...

მე თავდაუზოგავად ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახარო და შევეცდები, საქართველოს ჰიმნი კიდევ ბევრჯერ ავაჟღერო.“

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ეთომ მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა და ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე