რეზონანსი
(18.04.2026)

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.
„გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი, ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ალეკო.
სიტყვები უძლურია იმ მწუხარების წინაშე, რასაც ოჯახი და ახლობლები განიცდიან. ეს ტრაგედია თითოეული სამტრედიელის საერთო ტკივილია.
ვუსამძიმრებთ ხაბეიშვილების ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად სამტრედიას. უფალმა ნათელი უმკვიდროს.“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


