რეზონანსი
(17.04.2026)

ბობ უოლშის ქუჩაზე ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ავტომობილის მართვის დროს ცეცხლი შენიშნა და მანქანის დატოვება მოახერხა, რის შემდეგაც ავტომობილი ცეცხლში გაეხვა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



