რეზონანსი
(16.04.2026)

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა.
BBC-ის ინფორმაციით, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაჯგუფება აცხადებს, რომ მათი სამიზნე ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქები: კირიათ-შმონა, კფარ-გილადი, მისგავ-ამი და მარგალიოტი იყვნენ.
„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



