რეზონანსი
(15.04.2026)

ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა, შესაბამისად იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

„ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება. საზოგადოებას ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას წარვუდგენთ“, - აღნიშნა სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე