რეზონანსი
(14.04.2026)

იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მელონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ისრაელთან თავდაცვის ხელშეკრულების ავტომატური განახლების შეჩერება, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს და რომლის განახლებაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება.

შეთანხმება სამხედრო მასალის გაცვლასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავს. მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისრაელი ლიბანში მათი ქმედებების გამო გააკრიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე