რეზონანსი
(14.04.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე - ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
„ინფო იმერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: „ინფო იმერეთი“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



