რეზონანსი
(10.04.2026)

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ნარჩენებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი განათავსეს.

აღნიშნული კონტეინერები ეტაპობრივად დედაქალაქის სხვა რაიონებშიც - ჩუღურეთში, ისანში, სამგორში, ნაძალადევში, ვაკესა და საბურთალოზე განთავსდება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასევე უზრუნველყოფენ სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებისა და მისასვლელი გზების ინტენსიურ დასუფთავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე