რეზონანსი
(13.04.2026)

რუსეთი მზადაა, ურთიერთობები დაამყაროს უნგრეთის მთავრობასთან, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ესმის ახალ მთავრობას უნგრეთის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მზად ვართ ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ესმის ამ მთავრობას თავისი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მოსკოვი კონკრეტულ საქმეებს განიხილავს და მზადაა ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები დაამყაროს ინტერესთა ბალანსის პოვნის საფუძველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე