რეზონანსი
(11.04.2026)

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადმიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკის ქუჩაზე მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები - ორი ქალი და ერთი მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ ამ დროისთვის მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: გურია ნიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



