რეზონანსი
(11.04.2026)

აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია მოლაპარაკებებისას. აღნიშნულ საკითხზე, ამ ეტაპზე, აშშ-ს მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ირანმა ისლამაბადში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პირობად გაყინული აქტივების გათავისუფლება დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე