რეზონანსი
(10.04.2026)

ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანულ დელეგაციას ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაშია აგრეთვე ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი.

ირანული მედია ისლამაბადში ირანული დელეგაციის ჩასვლას უარყოფს.

პაკისტანში ელოდებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე