რეზონანსი
(09.04.2026)

სამი ადამიანი დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის შესასვლელში.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაკავებულები ძირს დააწვინეს და მათ ისე დაადეს ბორკილები.
დაკავების მიზეზების შესახებ შსს-ს პრესსამსახურში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. სპეცოპერაციაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ.
წყარო: ქართლის ამბები
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



