რეზონანსი
(09.04.2026)

9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე შიომ აღავლინა. რუსთაველზე მისვლამდე კი საპატრიოარქო ტახტის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში, დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, წირვა ჩაატარა.

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 37 წელი შესრულდა - ესაა თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე