რეზონანსი
(09.04.2026)

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

მათი თქმით, დაღუპულთა ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.

„ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს.

მათი ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.“- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე