რეზონანსი
(08.04.2026)

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The News York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ადგილზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი. შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, არ ვიცი. ეს უსაფრთხოების საკითხია”, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლების პირისპირ მოლაპარაკებები “ძალიან მალე” გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



