რეზონანსი
(08.04.2026)

დაგროვებითი პენსიით 30 138-მა პირმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 31 მარტის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 145.5 მლნ ლარი.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.727 მლნ ადამიანს შეადგენს. საპენსიო ფონდის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე