რეზონანსი
(08.04.2026)

აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მიღებულ იქნა ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპები, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ომის პირველ დღეს აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპული ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის თავგანწირვისა და ირანელი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი იყო.
„დღეიდან ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, იქნება ეს დიპლომატიაში, თავდაცვაში, ქუჩებში, თუ მომსახურების გაწევაში“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



