რეზონანსი
(08.04.2026)

ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს. 1 ბარელის ღრებულება 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93 დოლარს შეადგენს. აშშ-ის "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით, დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა.
გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი დღის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დიდ ვარდნას წარმოადგენს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



