რეზონანსი
(08.04.2026)

მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეუღლე, პროდიუსერი, რესტორნის „ქვევრი“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ქმრის საფლავზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მან გარდაცვლილ მეუღლეს იასამნები მიუტანა:
„პირველი იასამნები სულ შენ მოგქონდა ჩემთვის. დღევანდელი ჩემი საჩუქარი შენ მოგიტანე, ლაშიკო“, - დაწერა სალომე ბაკურაძემ.
ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. ის 40 წლის იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


