რეზონანსი
(07.04.2026)

ირანის "მთელი ცივილიზაციის" განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-სთან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის ძალისხმევა, თუმცა, ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა.

ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე - სამშაბათს 20:00 საათამდე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე