რეზონანსი
(07.04.2026)

ექიმმა ქეთი ასათიანმა მერაბ სეფაშვილის მეუღლის, ნინო ჯუხაძის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა. 

„ეს ფოტო მე გადაგიგიღე, ჩვენს სახლში, რომელიც შენიც იყო, ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყავი, თვალი ვერ მოგწყვიტე მაშინ. ნინო, ჩემო ულამაზესო გოგო, ჩვენი ოჯახის უსაყვარლესო ადამიანო. სიყვარულის გოგო იყავი ყველასთვის. გაფრინდი შენს ნუნუკასთან, ლელასთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარდა. მადლობა ჩვენი ოჯახის უსაზღვრო სიყვარულისთვის. დამწუხრებული გულით ვუსამძიმრებ ჩვენს მერაბს და მთელს შენს საყვარელ ოჯახს, შენს მეგობრებს... შენს გოგოებს საყვარელო. აცხონოს უფალმა შენი ლამაზი, ნათელი სული და დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართლები განისვენებენ. მიყვარხარ…

ხვალ შენი დაბადების დღეა...“, - დაწერა რამდენიმე საათის წინ ქეთი ასათიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე