რეზონანსი
(07.04.2026)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბანთან შეხვედრაზე, როგორც აშშ-სა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ევროპასა და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებს განიხილავს.

"მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორთან შეხვედრას. ჩვენ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს განვიხილავთ”, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე