რეზონანსი
(07.04.2026)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს

„7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება - მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.

თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.

მოკლედ: ერთი ნათელი დღე - შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.

დღეს ხარებაა - გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული... გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს“, - წერს მეტეოროლოგი.

რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის დღესასწაულს, 12 აპრილს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე