რეზონანსი
(06.04.2026)

დღეს ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში ყველაზე დიდი მასშტაბის დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ხვალ დღევანდელზე კიდევ უფრო მეტი. ირანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მან ჭკვიანური არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ეს პრეზიდენტი არ ხუმრობს", - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციის შემდეგ „ირანის შეიარაღებული ძალები შერცხვენილი და დამცირებულია".

„პილოტების ჩამოვარდნის მომენტიდან ჩვენი მისია არ შეჩერებულა", - აღნიშნა ჰეგსეტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე