რეზონანსი
(06.04.2026)

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში [ასალუიეში] მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს ძლიერი დარტყმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თავდასხმა სხვა ობიექტზე განხორციელდა. ახლა ორი ობიექტი, რომლებზეც ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ი მოდის, ექსპლუატაციიდან ამოღებულია და არ ფუნქციონირებს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მისი თქმით, ასალუიეში მდებარე ობიექტს ქვეყნის ნავთობქიმიური პროდუქციის დაახლოებით ნახევარი აწარმოებდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



