რეზონანსი
(05.04.2026)

ამერიკელი პილოტის გადარჩენა ვაშინგტონთან ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობას უსვამს ხაზს, – აცხადებს ისრაელ კაცი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანში შეერთებული შტატების სამაშველო ოპერაციას წარმატებულს უწოდებს.

ისრაელ კაცის თქმით, ოპერაცია "ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში".

"ვაფასებ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ეკიპაჟის უსაფრთხოდ გადარჩენისთვის", – განაცხადა ისრაელ კაცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე