რეზონანსი
(05.04.2026)

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კიევს, სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან საუბარში და აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შესაძლოა 12 აპრილის შემდეგ შედგეს. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების მთავარ თემად შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები რჩება და ამ საკითხზე პროგრესი უკვე არსებობს.

მანვე აღნიშნა, რომ ირანში ომით გამოწვეულ ნავთობსა და საწვავზე ფასების სწრაფი ზრდის ფონზე, უკრაინამ უცხოელი მოკავშირეებისგან თხოვნა მიიღო, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რეგულარული დარტყმები.

„ჩვენ დიდი ხნის წინ განვსაზღვრეთ, თუ რა გვსურს. ვფიქრობ, ამის განხორციელება უახლოეს მომავალში მოხდება. შემდგომ რა იქნება - სხვა საკითხია. მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებს რაც ეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, პროგრესს მივაღწიეთ - უკვე მივიწევთ წინ", - განაცხადა ბუდანოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე