
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა, ამერიკის მიმართ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეამციროს, რადგან ვაშინგტონის გლობალური პრიორიტეტები იცვლება.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ. ამიტომაც მეშინია, რომ (ირანის წინააღმდეგ) ხანგრძლივი ომი ნაკლებ მხარდაჭერას მოგვცემს", - აღნიშნა ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას Patriot-ის რაკეტები იწვევს, რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭრელად, რადგან უკრაინას ჯერ კიდევ არ გააჩნია ეფექტური ალტერნატივა.
მისი თქმით, ეს ამერიკული სისტემები უკრაინას საკმარისი რაოდენობით არასდროს მიუღია და თუ ირანის წინააღმდეგ ომი მალე არ დასრულდება, მისი მიწოდება კიდევ უფრო შემცირდება.
„ვფიქრობ, რომ პაკეტი, რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია, დღითიდღე უფრო და უფრო შემცირდება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, გვეშინია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



