
ტრაგედია მოხდა თბილისში – ახალგაზრდა წყვილი გარდაცვალილები იპოვეს. გარდაცვლილები შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია არიან. არსებული ინფორმაციით, შაკო და ელენე შარშან დაოჯახდნენ.
„გუშინ მოხდა ეს უბედურება, სავარაუდოდ გაზის გაჟონვით არიან მოწამლულები და დაღუპულებო. ნახეს ბინაში გათიშულები ორივე. ძალიან ლამაზი და ბედნიერი წყვილი იყო. შარშან იქორწინა შაკომ ელენეზე. ჩვენს თვალწინ გაზრდილია, 22 წლის იყო შაკო. ზაჰესში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე შეირთო, გადავიდნენ ვარკეთილში და იმ ბინაში დატრიალდა ეს უბედურება. სიტყვები უძლურია ამ დროს. თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. გუშინ გვიანობამდე ჯერ კიდევ პროზექტურაში იყო ცხედრები. უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი.
ელენეს ისე კარგად არ ვიცნობდი, ლამაზი გოგო იყო. საოცრად კარგი, ზრდილობიანი, მშრომელი და კეთილი იყო ჩვენი შაკო. საოცრად კარგი ხელი ჰქონდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ახლაც რაღაც სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.
ზაჰესში ცხოვრობდა შალვა, ერთი წელიც არ არის რაც მოიყვანა ელენე და ეს საცოდაობა ტრიალებს. ვიზიარებ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილთა ოჯახების, მეგობრების და ახლობლების მიმართ. ნათელი მათ სულებს. ძალიან მიჭირს საუბარი” – ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში შაკოს ახლობელი.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


