რეზონანსი
(04.04.2026)

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე