რეზონანსი
(04.04.2026)

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 111.5 დოლარია (+11.41%).

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს

აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 10-დან 30-თეთრამდე გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 28 მარტის მონაცემებთან)

Gulf (გაიზარდა 16-დან 30-თეთრით)

G-Force სუპერი - 3.99 ლარი (3.83 ლარი);

G-Force პრემიუმი - 3.59 ლარი ( 3.43 ლარი იყო):

G-Force ევრო რეგულარი - 3.45 ლარი (3.29 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო);

G-Force ევრო დიზელი - 3.97 ლარი (3.67 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.87 ლარი ( 3.57 ლარი იყო).

Wissol (გაიზარდა 16-დან 20-თეთრამდე)

ეკო სუპერი - 3.98 ლარი (3.82 ლარი იყო);

ეკო პრემიუმი - 3.58 ლარი (3.42 ლარი იყო);

ეკო დიზელი - 3.92 ლარი (3.72 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.87 ლარი (3.67 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო).

Socar (გაიზარდა 10-დან 15-თეთრამდე)

ნანო სუპერი - 3.82 ლარი (3.72 ლარი იყო);

ნანო პრემიუმი - 3.50 ლარი (3.40 ლარი იყო);

ნანო ევრო რეგულარი - 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);

ევრო 5 დიზელი - 3.65 ლარი (3.50 ლარი იყო);

ნანო ევრო 5 დიზელი - 3.75 ლარი (3.60 ლარი იყო).

Rompetrol (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)

Efix სუპერი - 2.92 ლარი (3.80 ლარი იყო);

Efix ევრო პრემიუმი - 3.53 ლარი (3.43 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.39 ლარი (3.27 ლარი იყო);

Efix ევრო დიზელი - 3.85 ლარი (3.65 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.80 ლარი (3.60 ლარი იყო).

Portal (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)

სუპერი - 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);

პრემიუმი - 3.19 ლარი (3.09 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 2.99 ლარი (2.89 ლარი იყო);

ევრო დიზელი - 3.89 ლარი (3.69 ლარი იყო);

ეფექტური დიზელი - 3.69 ლარი (3.49 ლარი იყო).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე