რეზონანსი
(04.04.2026)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული, 28 წლის რუსლან ძებისაშვილია. იგი სოფელ ყიტაანის მკვიდრია. მისი ცხედარი გურჯანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

როგორც მამამ, შალვა ძებისაშვილმა, „მთავარ ამბებს კახეთიდან“ უთხრა, მისი შვილი ძირითადად, დღიურ სამუშაოებს ასრულებდა. სეზონურად კი სამაცივრე მეურნეობიდან ატამი გამოჰქონდა და გურჯაანში მოქალაქეებს ურიგებდა. რამ გამოიწვია ნგრევა, მამა ამბობს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.

ინციდენტის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც მიღებული დაზიანებებით, 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

უბედური შემთხვევა ზემო გურჯაანში, დღეს მოხდა. კერძო პირის სახლში, კედელი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე