რეზონანსი
(03.04.2026)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს.

უნგრული მედიის ცნობით, ბუდაპეშტში ჯეი დი ვენსი და ვიქტორ ორბანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც „უნგრულ-ამერიკული მეგობრობის დღის” სახელით დემონსტრაცია გაიმართება.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთს 7-8 აპრილს ეწვევა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა უნგრელებს, 12 აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანსა და მის პარტიას მისცენ ხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე