რეზონანსი
(03.04.2026)

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო „როიტერს“ დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ისრაელის წყაროებიც.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დადასტურებულია და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უკვე დაწყებულია.

ეკიპაჟის მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე