
ნიდერლანდების პარლამენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გიორგი რუხაძემ საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდეს. „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მისი პარტია სანქციების საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელებას არ მიესალმება და პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია ძალიან ბევრს მუშაობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები და მძიმე გადაწყვეტილებები არ გავრცელებულიყო ვიზალიბერალიზაციაზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა. შესაბამისად, მიუღებელია ამ კონტექსტში ქვეყნის დასანქცირებაზე ლაპარაკი“, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



