რეზონანსი
(03.04.2026)

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 

სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი.

საქართველომ 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე